"საქართველოში რეგისტრირებული "პრეპარატების" უმეტესობა fake წამლებია...შარლატანობა უნდა დასრულდეს" - ზაზა თელია
საქართველოში რეგისტრირებული "პრეპარატების" უმეტესობა fake წამლებია, - ამის შესახებ ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს.
"საქართველო, ქვეყანა სადაც მინიმუმ 10-ჯერ მეტი პრეპარატია რეგისტრირებული და გაყიდვაში ჩაშვებული ვიდრე 350 მილიონიან აშშ-ში.
რა თქმა უნდა, ქვეყანაში უმეტესობა რეგისტრირებული ამ "პრეპარატებისა" არაფრის მაქნისი, fake წამლებია.
დროა შეიქმნას ბორდი რომელიც გააკონტროლებს ექიმების მხრიდან დანიშნული მედიკამენტების ჩვენებებს.
შარლატანობა უნდა დასრულდეს", - წერს მედიკოსი ფეისბუქზე.