საოკუპაციო ძალების მიერ 2 დღის წინ გატაცებული მალხაზ დოლუაშვილი გაათავისუფლეს
ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ ორი დღის წინ გატაცებული მალხაზ დოლუაშვილი გაათავისუფლეს. 60 წლის მამაკაცი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე უკვე გადასცეს.
როგორც დოლუაშვილი ყვება, ის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობდა, რა დროსაც ძაღლი გაექცა და უნებლიეთ გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი.
ის ჯერ ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს და ღრომში გადაიყვანეს, იქიდან ცხინვალში, სადაც ე.წ. სასამართლო გაიმართა და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.