ალექსანდრე გოგინავას მამა კორონავირუსით გარდაიცვალა
ცნობილი ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას "ფეისბუქზე" თავად ექიმი ავრცელებს.
"მაპატიე მამა, ვერ დაგეხმარე, ვერ გიშველე!" - წერს გოგინავა.
გია გოგინავა ფოთის პირველი პოლიკლინიკის ექიმი იყო. როგორც ცნობილია, ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა. გოგინავას შესახებ პოსტს აქვეყნებს ლელა ებრალიძე:
"გია გოგინავა აღარ ჰყავს ფოთს - სულით ხორცამდე ფოთელი, ყველას იმედი და ნამდვილი ექიმი.მშრალად ვერ ვიტყვი, რომ გია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეეწირა. ყველასთვის საყვარელმა გია ექიმმა შეგნებულად გადადო თავი, არცერთი წამით არ უღალატია პაციენტებისთვის კოვიდის დროს, სანამ ამ საუკუნის ჭირი თავად არ დაემართა" - წერს ებრალიძე, სადაც უამრავი ადამიანი სამძმარს გამოთქვამს. მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტიც.