„გილოცავ დედის დღეს… დღეს ამოვალ შენს საფლავზე იებით ხელში” – ბაჩალიაშვილის დედის ემოციური პოსტი
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“თამო, დე, გილოცავ დედის დღეს. ამ დღეს ყოველთვის შენ მილოცავდი სანამ ჯალათები წართმევდნენ შენს თავს, და შენ კი დედად გახდომის უფლებას. დღეს მე ამოვალ შენს საფლავზე იებით ხელში, რადგანაც მავანმა ასე დაგვაშორა დედა-შვილი.
ღმერთო, რატომ დაუშვი ბედნიერი დედის სტატუსი ჩამოერთმიათ ჩემთვის და სამყარო თავზე დაემხოთ. ნუთუ საკმარისი სიკეთე არ მქონდა გაკეთებული, რომ მისი მადლი დადგომოდა ჩემს შვილს წინ და გადაგერჩინა. რატომ დავიმსახურე ასეთი ჯოჯოხეთი და უსასრულო კოშმარი? კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მტკივნეული დღეები?” – წერს თეონა თამაზაშვილი.