თეგებით ძიება

შეთანხმება ვერ იქნება, თუ გიორგი რურუა და ნიკა მელია იქნებიან ციხეში - უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ იქნება, თუ გიორგი რურუა და ნიკა მელია იქნებიან ციხეში.

მისივე თქმით, დიალოგისთვის საჭიროა, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ციხეში.

„შეთანხმება ვერ იქნება, თუ გიორგი რურუა და ნიკა მელია იქნებიან ციხეში. ეს სრულიად ცალსახაა - მოლაპარაკებები ვერ იქნება სრულფასოვანი, თუ „ნაცმოძრაობას“ ამ მაგიდასთან არ წარმოადგენს ნიკა მელია. ლაპარაკი საჭიროა შედეგისთვის. პირველი და მთავარი ნაბიჯი იმისთვის, რათა ეს ლაპარაკი იყოს სრულფასოვანი, საჭიროა, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ციხეში. დიალოგი არაა სრულფასოვანი, სანამ ნიკა მელია არის უკანონო ტყვეობაში, მაგრამ მოლაპარაკებები დაიწყება, მათ შორის იმისთვისაც, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს. ანალოგიური სიტუაცია იყო შარშან, როდესაც მე ვიყავი ციხეში და მიმდინარეობდა დიალოგი“, - განაცხადა უგულავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა