თეგებით ძიება

ნიკა მელიამ ჟიგიმანტას პავილიონისს ციხიდან მიწერა - პოლიტიკოსი წერილს ასაჯაროვებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს ციხიდან წერილი მიწერა. ევროპელი პოლიტიკოსი მინაწერს სოციალურ ქსელში ასაჯაროვებს.

პავილიონისი ნიკა მელიას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პატიმარს უწოდებს.

"არ ვიცი, რატომ - შეიძლება იმიტომ, რომ ჩემმა მშობლებმა ბევრი რამ მასწავლეს, შეიძლება იმიტომ, რომ მახსოვს ანჟეი ვაიდას ფილმში ნათქვამი სიტყვები მეგობრების და მსხვერპლის შესახებ, მხარეებზე, რომლებსაც ჩვენ ცხოვრებაში ვირჩევთ, მაგრამ დღეს, მას შემდეგ, რაც მოვუსმინე პრეზიდენტს, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ (რომელიც, თავის მხრივ, მხარს უჭერს თბილისში თავისუფლებისთვის ბრძოლას, სეიმის თავმჯდომარესთან ერთად), მივიღე ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები პირდაპირ თბილისის ციხიდან. ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები, რომელიც მისმა წარმომადგენელმა გადმომცა.

ნიკამ მომცა მისი წერილის გამოქვეყნების, გაზიარების უფლება ლიეტუვაში საქართველოს ნამდვილი მეგობრებისთვის, მათ შორის ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარისთვის. ის მათ გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმედი მაქვს, ამ სიტყვებს პრეზიდენტიც წაიკითხავს და სულ მცირე, დაფიქრდება.

ნიკამ მომწერა:

"ძვირფასო ჟიგის, ნიკამ ახლა დარეკა ციხიდან და მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა მისი მადლიერება იმისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აკეთებთ საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. თქვენ რომ არა, ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში ასეთი მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, ამიტომ პირადად თქვენ კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას", - წერს პავილიონისი.

report.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა