თეგებით ძიება

"ზოგიერთ "ოჯახის ექიმს" მივმართავ, გარტყმაში რომ არ არიან არაფრის..." - ზაზა თელია

დერმატოლოგი ზაზა ტელია სოციალურ ქსელში ოჯახის ექიმებს მიმართავს:

"ზოგიერთ "ოჯახის ექიმს" მივმართავ ბევრს რომ იღებენ თავიანთ თავებზე, მითუმეტეს გარტყმაში რომ არ არიან არაფრის. მართლა ამოვიდა ყელში.
მისმინეთ კარგად:

1. სპირონოლაქტონი არის ანტი-ანდროგენული წამალი. მას შარდმდენი ეფექტი ან კალიუმის დაგროვების ეფექტი ჯანმრთელ, ახალგაზრდა ადამიანებში არ გააჩნია. მე ვერ დავიწყებ ეხლა თქვენთვის ფარმაკოდინამიკის და ფარმაკოკინეტიკის სწავლებას.
2. მას ეფექტური ანტი-ანდროგენული მოქმედება გააჩნია დღეში 200მგ. დოზაზე და "ვაიმეეე ეს რამხელა დოზააა"-ს ძახილს ჯობია წიგნი გადაშალოთ
3. სპირონოლაქტონს ჯანმრთელ ახალგაზრდა პაციენტებში არ სჭირდება ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი და რომ სჭირდებოდეს თქვენამდე მე დავუნიშნავდი ჩემს პაციენტს
ამიტომ კეთილი ინებეთ რაც არ გესმით იმ საკითხში ცხვირს ნუ ჰყოფთ.
დავიღალე უკვე ერთიდაიგივეზე საუბრით", - წერს ფეისბუქზე დერმატოლოგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა