თეგებით ძიება

საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვან წესები, ტიკარაძემ შეასრულეს ყველა ვალდებულება – ჰანს კლუგე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ “ტვ იმედთან” განაცხადა:

„ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ „კოვაქსმა“ ახლა დაიწყო ვაქცინების გადანაწილება და იწყებს სიჩქარის აკრეფას. ეს რთული პროცესია. ვაქცინების პირველი პარტია მიიღეს სხვა რეგიონში, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს კვირებში იგივე მოხდება დანარჩენ რეგიონებშიც.

შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შორის. ეს საუბარი შედგა გასული კვირის ბოლოს. დღესაც გვაქვს ამ საკითხებზე კომუნიკაცია ჟენევასთან, „იუნისეფთან“ ვაქცინების გაგზავნის თარიღის განსაზღვრის მიზნით, რადგან ვაქცინის შესყიდვის პროცესი დასრულებულია.

მე მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან წესები, რაც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ არის დაწესებული. „კოვაქსი“, საქართველოს მთავრობა, „უნისეფი“ და განსაკუთრებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 24 საათის განმავლობაში მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ვაქცინა.

თქვენ მკითხეთ, თუ რა არის ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხისთვის. პირველი ჩემი გზავნილი ისაა, რომ ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოს მთავრობამ შეასრულეს ყველა ვალდებულება. ამას ვამბობ იმის გამო, რომ მე ვხედავ პრესაში სხვა ინფორმაციას…”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა