თეგებით ძიება
06. 03. 2021 მსოფლიო

ინდონეზიაში ნიანგმა 8 წლის ბიჭი გადაყლაპა - ცხედარი ქვეწარმავლის მუცლიდან ამოიყვანეს

ინდონეზიაში, გიგანტურმა ნიანგმა 8 წლის ბიჭი გადაყლაპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამა-შვილი თევზაობდნენ. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

თევზაობისას მათ 6 მეტრის სიგრძის ნიანგი დაესხა თავს. მამა მდინარეში გადახტა, რათა ბავშვი გადაერჩინა, თუმცა ქვეწარმავალი უფრო ძლიერი და სწრაფი აღმოჩნდა.

მაშველებმა ნიანგი შემთხვევიდან მეორე დღეს იპოვეს, დაიჭირეს და მისი მუცლიდან ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბავშვის სხეული, ფაქტობრივად, დაზიანებული არ იყო, ისე ჰქონდა ნიანგს გადაყლაპული.

სოფლის მოსახლეობამ ნიანგის სხეული დაწვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა