თავიანთ სექსებსაც კი გამოყრიან სიამოვნებით და ირაკლის ხმასაც მიამონტაჟებენ ზედ - ნინო ჯღარკავა
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ღარიბაშვილი ისე სძულთ ნაცებს და ზოგიერთ ჟურნალისტს რომ სიამოვნებით თავიანთ სექსებსაც კი გამოყრიან და ირაკლის ხმასაც მიამონტაჟებენ ზედ:)))", - წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი", სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.