თეგებით ძიება

"ჩვენ შეგვეძლო ყველა დაგვებრიდა იქ" - ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური ჩანაწერი

"ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი", სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ. ამავე ჩანაწერში ფიგურირებს სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი, ანზორ ჩუბინიძე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ანგარიშსწორების გეგმის შესრულების შემდეგაც უკავშირდება და მას ამბის დეტალებს აცნობს. ბიძინა ივანიშვილის შვილი მოქმედ პრემიერ-მინისტრს ეუბნება, რომ ჩუბინიძის რაზმმა მსხვერპლი ისე შეაშინა, რომ მისთვის ფეისბუქკომენტარის გამო ბოდიშის მოხდაც აიძულეს.

სავარაუდო სატელეფონო საუბრისას, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ასევე უყვება, რომ ფეისბუქპოსტზე მისი შეურაცხყოფის გამო, ჩუბინიძის დაჯგუფებამ სკოლის მოსწავლე, მიზანმიმართულად, ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის მიზნით, მეზობლების თვალწინ დაამცირა. ჩანაწერის მიხედვით, ბერა ღარიბაშვილს უყვება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცოდა.

“სკოლაში ჩაფსმული მივა” – ამბობს ბერა ჩანაწერში, რომელსაც “ტვ პირველი” ავრცელებს.

“სკოლაში საერთოდ ვერ წავიდოდა” – პასუხობს მას ღარიბაშვილი.

ჩანაწერში ბერა ღარიბაშვილს ხუმრობით ურჩევს, zoomer-ზე სახელი გადაირქვას იმისთვის, რომ მინისტრებს ზარისას ღარიბაშვილის სახელის ნაცვლად მეტსახელი "ტრი" დახვდეთ - ჩანაწერში ბერა ივანიშვილის ღარიბაშვილს ამ მეტსახელით არაერთხელ მოისხენიებს.

გადაცემის ანონსი სოციალურ ქსელსა და ტვ პირველის სატელევიზიო ეთერში პირველად გუშინ გავიდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა "ქართულ ოცნებაში".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა