თეგებით ძიება

მამა მკვლელს შეეჩეხა - 12 წლის ანას ბუნდოვანი გარდაცვალების ახალი დეტალები

თბილისში, დიდ დიღომში ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს მამა ფიქრობს, რომ საბედისწერო ღამეს, სავარაუდოდ, მკვლელს შეეჩეხა.

საქმეზე ჟურნალისტური გამოძიების დეტალებზე მასალას "მთავარი არხი" ავრცელებს. მედიასაშუალების გამომძიებელი ჟურნალისტების მტკიცებით, მათ ახალი დეტალების და გარემოებების დადგენა შეძლეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ვარაუდს, რომ საქმე ეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას.

სხვათა შორის ძიება ამ საქმეზე კვლავაც მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ამ სამი თვის განმავლობაში არც მოტივი გამოკვეთილა, არც სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დაუსახელებია ძიებას, და არც ის იცის ვინმემ, ვართ თუ არა მომავალში დაზღვეული იმისგან, რომ მკვლელმა ისევ იგივე არ გაიმეოროს.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ ბავშვი მოკლულია. მეტიც, მამა - რომელიც გვიან საღამოს შვილის მოსაძებნად უბანში იყო ჩამოსული, ფიქრობს, რომ მკვლელს შეეჩეხა კიდეც. გოგონას თითებში იყო თმაც, რომელიც შესაძლოა სწორედ თავდამსხმელს ეკუთვნოდა. ამასთან არსებობს ვერსია, რომ სავარაუდო მკვლელი უსაფრთხოების კამარების სულ მცირე ორ ვიდეოკადრში ჩანს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა