თეგებით ძიება

"აუ, ბოდიში, მაგრამ ძაან ვნერვიულობ..." - რა მიმოწერას ინახავს მეგი ბაქრაძის ტელეფონი?

ახალი გარემოებები გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეში - ოჯახის ინტერესების დამცველებმა დღეს პოლიციაში მიიტანეს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი, რომელშიც მისი თანამშრომლების ჩათის ჩანაწერები ინახება.

ჩანაწერების დიდი ნაწილი წაშლილია, თუმცა დარჩენილი მიმოწერიდან დგინდება, რომ ბაქრაძის კოლეგები ფლობენ ინფორმაციას, რა გახდა ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების მიზეზი.

"გოგოებო, ანალიზები თუ არ ჰქონდა კარგი, რაღატო გაიკეთა მაგ დღეს? ნახეთ ვინმემ ჩვენმა გოგოებმა?აუ, ბოდიში, მაგრამ ძაან ვნერვიულობ", - წერია ერთ-ერთ მინაწერში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბაქრაძეების ოჯახი ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს.

27 წლის მეგი ბაქრაძე "ასტრა-ზენეკას" ვაქცინით აცრის შემდრგ გარდაიცვალა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა