თეგებით ძიება

"კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა" - რა თქვა სამედიცინო ექსპერტმა პროცესზე?

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის, ქე­თე­ვან გე­დე­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რო­მელ­მაც 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტა­რა, აცხა­დებს, რომ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი მწვა­ვე სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბა გახ­და.

ექ­სპერ­ტი, რო­მე­ლიც ახლა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ბრალ­დე­ბულ ბექა ჯა­ი­ა­ნის საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს, აცხა­დებს, რომ კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას 28 ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და და მწვა­ვე სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

გე­დე­ნაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი სა­სიკ­ვდი­ლო იყო, თუმ­ცა სხვა ჭრი­ლო­ბებ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბა.

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის თქმით, ჭრი­ლო­ბე­ბი მკვრი­ვი ბლაგ­ვი საგ­ნით იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ექ­სპერ­ტის თქმით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­დან 4 მძი­მე ხა­რის­ხის იყო, თუმ­ცა სხვა ჭრი­ლო­ბებ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბა, რაც სა­ერ­თო ჯამ­ში, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

გა­სულ სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა წა­რად­გი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 37 წლის ტრანსგენ­დერ ქალს, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს ბექა ჯა­ი­ან­მა და­ნით 28 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნის ავ­ტო­რი და­ი­კი­თხა სა­სა­მარ­თლო­ში.

სხდო­მას ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი არ ეს­წრე­ბო­და.

პრო­ცეს­ზე სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბამ კი­დევ ერთი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა წა­რად­გი­ნა. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გრი­გოლ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა იყო და­ნიშ­ნუ­ლი თა­ვად ბრალ­დე­ბულ ჯა­ი­ა­ნის მი­მარ­თაც, მას ხელ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა საქ­მეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად და­ერ­თო. შემ­დეგ სხდო­მა­ზე მხა­რე­ე­ბი დას­კვნით სი­ტყვებს წარ­მოთ­ქვა­მენ.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე, ასე­ვე, გა­და­ი­სინ­ჯა და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა და ძა­ლა­ში დარ­ჩა.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა