თეგებით ძიება

დავით ზურაბიშვილი: რამდენჯერაც არ უნდა ააგდო ეს ფინთი გოიმები და რამდენი სლეობაც არ უნდა დააცდევინო, არ გამოიძერწება მათგან იმ ყბადაღებული ცხრა წელის გადამფარავი სისხლისმსმელი რეჟიმი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბარს ეხმაურება:

"ისე, ჩვენში დარჩეს და პიკეტებს შევაჩერებთო, ხომ გამოაცხადა ოპოზიციამ, ნერვები რომ არ აეშალოთ ხელისუფლებაში და დიალოგის შეწყვეტის საბაბი რომ არ მივცეთო? ჰოდა ეგრე თუ უნდოდათ, არ ჯობდა ათი პიკეტი მოეწყოთ დღეში ათ ადგილას, ვიდრე ბერას და ღარიბაშვილის ათი წლის წინანდელი ჩანაწერი გამოექვეყნებინათ? ათი კი არა ოცი-ოცდაათი პიკეტითაც უფრო ნაკლებად აუშლიდნენ ნერვებს პოლიტიკიდან წავედიო რომ თქვა იმ კაცსაც და შესაბამისად მთელ ხელისუფლებასაც.

მიზანი თუ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი სისულელე ვალაპარაკოთ ხელისუფლებას ჯავრიან გულზე, მაშინ ჰო, მაგრამ საქმეც ისაა, რომ რამდენჯერაც არ უნდა "გააშიშვლო რეჟიმი", ანუ რამდენჯერაც არ უნდა ააგდო ეს ფინთი გოიმები და რამდენი სლეობაც არ უნდა დააცდევინო ან ჩაადენინო, მაინც არ გამოიძერწება მათგან იმ ყბადაღებული ცხრაწელის გადამფარავი სისხლისმსმელი რეჟიმი და შეეცილე თუ გინდა", - წერს დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი", სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა