"ბერა მაშინ მეც მომადგა და ჩემი მული შერჩათ" - ანიტა რაჭველიშვილი
მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი გავრცელებულ ფარულ აუდიჩანაწერებს ეხმაურება და თავის ისტორიას ფეისბუქზე წერს:
"ბერა მაშინ მეც მომადგა და ჩემი მული შერჩათ! კიდევ გააგრძელებთ დუმილს?!", - წერს ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.