თეგებით ძიება

იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს - დეკანოიძე

ჩვენი, ისევე როგორც ყველას მოთხოვნა, ვინც დგას პროტესტზე, ნამდვილად ემთხვევა პრეზიდენტის პოზიციას, ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. რაც შეეხება დიალოგს, პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ აუცილებელია პოლიტიკური პროცესი და შეთანხმება, როგორ უნდა წარიმართოს არჩევნები, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ამავდროულად, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მისი პირადი აზრით, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, „ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და რეჟიმისგან თავისუფალი უნდა იყოს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუცია“.

„ფაქტია, რომ პოლიტიკური პროცესის წარმართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რა მიღწევებიც ჩვენ დღეს გვაქვს, ეს არის საქართველოში გამეფებული რეჟიმის არალეგიტიმურობა. ის მიღწევა, რაც არის საერთაშორისო საზოგადოებაში, რომელიც გულისხმობს, რომ პრაქტიკულად არცერთი ქვეყანა არ აღიარებს ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას, სანქციები. ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის პროტესტის, ახალგაზრდების დამსახურება. ჩვენი, ისევე როგორც ყველას მოთხოვნა, ვინც დგას პროტესტზე, ნამდვილად ემთხვევა პრეზიდენტის პოზიციას, ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. რაც შეეხება დიალოგს, მე პოზიტიური მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ აუცილებელია პოლიტიკური პროცესი და შეთანხმება იმაზე, როგორ უნდა წარიმართოს არჩევნები.

არ ვიცი, რა ფორმაციას გულისხმობს ეს საბჭო, მაგრამ პოლიტიკური პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ შეთანხმება და ფორმები ახალ არჩევნებზე, რომელიც გარდაუვალია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, არის აუცილებელი. გარდა ამისა, მე ჩემს პირად პოზიციას გეტყვით, იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები, იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს გამოხატული, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და რეჟიმისგან თავისუფალი უნდა იყოს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუცია.

სხვათა შორის, გუშინ იგივე თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ, რა თქმა უნდა, დიალოგის დიდი იმედი ნამდვილად არავის აქვს, რადგან რეჟიმი საბოლოოდ ყველა ზღვარს გადავიდა, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ რეჟიმის ჩამოშლა, რასაც ახლა ვუყურებთ, პირველი დიდი აგური, რაც არის რეჟიმის ჩამოშლის, ესაა ნამდვილად მათი არალეგიტიმურობა. როგორც ჩანს, ძალიან აწუხებს ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ ვნახოთ, მე მოვისმენ ყველას პოზიციებს და ამის შემდეგ იქნება ძალიან კონკრეტული განცხადება“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა