უკრაინამ მიიღო პირველი გრანტი, რომელიც უზრუნველყოფილია რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით
უკრაინამ მიიღო პირველი გრანტი, რომელიც უზრუნველყოფილია რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 1 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსოფლიო ბანკის მეორე სასესხო პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადეს უკრაინის ფინანსთა სამინისტროში.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ტრანში დაგეგმილი 20 მილიარდი დოლარიდან, რომლის გადაცემასაც შეერთებულ შტატები „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგბლებში აპირებს.