თეგებით ძიება

"არ შეიძლება სისასტიკესთან გაცნობიერებული გაშინაურება" - ზურაბ გურული

არ შეიძლება სისასტიკესთან გაცნობიერებული გაშინაურება, - ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.

"არ შეიძლება სისასტიკესთან გაცნობიერებული გაშინაურება. არა აქვს მნიშვნელობა, რა "საპატიო" მიზეზით მოხდება ადამიანთა მიერ ჩადენილი საზარელი საქციელის მშვიდად აღქმა.

მიჩვევა იცის ამან, გაუცნობიერებელი მიჩვევა და ბოროტი ქვეცნობიერის ბუნებრივი დამთრგუნველ-მომთვინიერებელი ცნობიერი ისევე სწრაფად ცვდება, როგორც ძველი სანადირო თოფის ჩახმახი ვაზნის გარეშე ჩხაკუნით. როცა ბოლომდე მოცვდება, სულიც დაიწყებს გაუხეშებას, უგრძნობი გახდება. მერე უკვე მკვდარია ადამიანი, ცოცხალი მკვდარი.
საქართველო მიეჩვია...", - წერს ზურაბ გურული ფეისბუქზე.

[flash=425,264]

არ შეიძლება სისასტიკესთან გაცნობიერებული გაშინაურება. არა აქვს მნიშვნელობა, რა "საპატიო" მიზეზით მოხდება ადამიანთა მიერ...Posted by Zurab Guruli on შაბათი, 06 მარტი, 2021

[/flash]

შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა