თეგებით ძიება

ვინ არის 27 წლის ბიჭი, რომელმაც მშობლები და ბებია დახოცა

თელავში, გოშაძის ქუჩაზე მოხდარი სამი ადამიანის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული, 27 წლის აკაკი აბრამიშვილია.

აბრამიშვილმა მშობლები, 59 წლის თამარ ხოსმაზარაშვილი, 61 წლის გურამ აბრამიშვილი და 86 წლის ბებია, პისტოლეტით დახოცა და მომხდარის შესახებ პოლიციას თავადვე შეატყობინა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, აკაკი აბარამიშვილი ქუჩაზე ველოსიპედით მოძრაობდა და მისთვის აღელვება არ შეუმჩნევიათ.

„დღისით შემხვდა ველოსიპედით, წყნარად მომესალმა. აღელვება არ შემიმჩნევია. არც იარაღის ხმა გაგვიგია, არც ჩხუბის, თორემ ხომ მივეშველებოდით. თავადვე დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო,” – თქვა „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთმა მეზობელმა.

გარდაცვლილი თამარ ხოსმაზარაშვილი თელავის მეოთხე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია.

თავად აკაკი აბრამიშვილმა, თბილისის ერთ-ერთი სასწავლებელი დაასრულა და მუშაობდა კიდეც. თუმცა მოგვიანებით მან სამსახური მიატოვა და მშობლებთან დაბრუნდა.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ბიჭმა მშობლები და ბებია მოკლა.

პოლიციამ კახეთში ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა