თეგებით ძიება
25. 09. 2024 მსოფლიო

ბაიდენმა და კამალამ შეგვიყვანეს უკრაინაში მიმდინარე ომში, ჩვენ იქიდან უნდა გამოვიდეთ - ტრამპი

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინა-რუსეთის ომიდან უნდა გამოვიდეს და რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ამის გაკეთებას არ გეგმავენ.

"ბაიდენმა და კამალამ შეგვიყვანეს ამ ომში უკრაინაში, ახლა კი ვერ გამოვყავართ“, - აღნიშნა ტრამპმა ჯორჯიის შტატში ამომრჩეველთა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ჯარები უკრაინაში, მაგრამ ქვეყანას მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

„ვფიქრობ, ჩვენ ამ ომში ვართ ჩარჩენილი, სანამ მე არ ვიქნები პრეზიდენტი. მე ამას გავაკეთებ. გამოვალ. ჩვენ უნდა გავიდეთ. ბაიდენი ამბობს: "არ წავალთ მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ.“ რა მოხდება, თუ ისინი გაიმარჯვებენ? ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ, როცა იბრძვიან. დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი, სწორედ ამას აკეთებენ. იბრძვიან - და ეს არ არის სასიამოვნო“, - განაცხადა ტრამპმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა