რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყეტილებით, რესტორნები მომხმარებლების მიღებას შიდა სივრცეებში დღეიდან შეძლებენ.
სარესტორნო ბიზნესს სტანდარტული რეკომენდაციების დაცვა მოუწევს, სიახლეა ის, რომ მათ არ ექნებათ 360-ზე მეტი სტუმრის მიღების უფლება და ცოცხალი მუსიკა პირველ აპრილამდე შეზღუდული იქნება.
რესტორნების გარე სიცრცეები 15 თებერვლიდან გაიხსნა. ძალაში რჩება შაბათ-კვირას არსებული შეზღუდვა.