თეგებით ძიება

ვასილ მაღლაფერიძე - ახლა „თლათ“ ისე ნუ ვიზამთ, ჟურნალისტის ხსენებაზე ჟრუანტელი უვლიდეთ ადამიანებს

ახლა „თლათ“ ისე ნუ ვიზამთ, ჟურნალისტის ხსენებაზე ჟრუანტელი უვლიდეთ ადამიანებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს, ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტი მას დაუკავშირდა და თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჰკითხა, რაზეც უპასუხა, რომ საავადმყოფოში იმყოფება.

„მთავარის“ ჟურნალისტი მირეკავს და მეკითხება, თქვენი წასვლა რით იყო განპირობებულიო?! ვპასუხობ, ჯანმრთელობის მდგომარეობით, საავადმყოფოში ვარ-მეთქი. ფარულ ჩანაწერებზე რას იტყვით, ამას ხომ არ უკავშირდება თქვენი წასვლაო?! მე ვპასუხობ, ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვინც ჩაიწერა და დაამონტაჟა, თახსირია, მაგრამ მე სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია და ამისთვის ვემზადები-მეთქი. ეგ კიო და იწყებს თავიდან იგივეს, მეც მეათედ ვუყევები ჩემი ოპერაციის შესახებ და ექთანს ეგონა, ჩემი ჯანმრთელობით ნამეტანი შეწუხებული მაგრამ ოდნავ ჩლუნგი გულშემატკივარი მირეკავდა და მკითხა, მე ხომ არ ავუხსნაო?! P.S. ახლა „თლათ“ ისე ნუ ვიზამთ, ჟურნალისტის ხსენებაზე ჟრუანტელი უვლიდეთ ადამიანებს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა