თეგებით ძიება

თავად იყო დღესასწაული გოგო, ყვავილები უყვარდა ძალიან და საავადმყოფოში მიტანას გვთხოვდა - ნინო შუბლაძე

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე გარდაცვლილ დას, სოფო შუბლაძეს, 8 მარტს ულოცავს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ყვავილები უყვარდა ძალიან, საავადმყოფოში პირველმა ნინუკამ მიუტანა ვარდები და იმის მერე სულ ახალ ახალ თაიგულებს გვთხოვდა, ასე სასტუმროს ნომერში მგონია თავი და კარგ განწყობაზე მაყენებსო. ჰოდა, ვასრულებდით მორჩილად მის თხოვნას და მიგვქონდა ასე პალატაში ხან მე, ხან მეგობრებს სამ დღეში ერთხელ ლამაზ ლამაზი თაიგულები.

დღესაც აუცილებლად სახლში დიიდ ლამაზ თაიგულს მოიტანდა, სულ არ აღიარებდა 8 მარტს, მაგრამ მიზეზი ექნებოდა.

თავად იყო დღესასწაული გოგო!", - წერს ნინო შუბლაძე.

სოფო შუბლაძე 25 თებერვალს კორონავირუსის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა