თეგებით ძიება

რამდენი იქნება გერმანიაში საათობრივი ანაზღაურება და რამდენი პროცენტი დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით?

გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების საათობრივი ანაზღაურება 9.5 ევრო იქნება, რომელიც თვეში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში მიღებული ანაზღაურება, საქართველოში არ დაიბეგრება.

„ანაზღაურება იქნება საათში 9.5 ევრო, რომელიც თვეში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება გერმანიაში. არავითარი დაბეგვრა ქართული მხარის მიერ არ მოხდება",-აღნიშნა მან.

რაც შეეხება გერმანიაში გამგზავრების და იქ ცხოვრების ხარჯს, გიორგი ბუნტურის განცხადებით, ამ ხარჯის დაფარვა თავად დასაქმებულს მოუწევს.

„საქართველოს მოქალაქეს ევალება, რომ ორივე მიმართულებით შეიძინოს თვითმფრინავის ბილეთი, რის ხარჯსაც თავად ანაზღაურებს, ასევე მოქალაქე ფარავს კვების და საცხოვრებლის ხარჯებს, თუმცა მოქალაქეს ბინის პოვნაში დამსაქმებელი ეხმარება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გერმანიაში მინიმალური სტანდარტებია განსაზღვრული, რასაც შრომითი მიგრაციის დროს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი უნდა აკმაყოფილებდეს. დამსაქმებელმა მოქალაქეს ცუდი საცხოვრებელი პირობები რომ შესთავაზოს, საქართველოს მოქალაქე მარტივად გაასაჩივრებს და დამსაქმებელს დიდი ჯარიმების გადახდა მოუწევს. საცხოვრისის ხარჯი საკმაოდ მიზერული იქნება, თვეში დაახლოებით, 200-250 ევრო",-განაცხადა გიორგი ბუნტურმა „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა