თეგებით ძიება

„ესენი გასაპარსები არიან დროულად!“ - ანდრია სარია

ესენი გასაპარსები არიან დროულად, -ასე ეხმაურება მარტვილში, ჭყონდიდის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან მომხდარ ინციდენტს, სოციალურ ქსელში მამა ანდრია სარია.

"ამათ ცნობიერება აქვთ საღი!!!!!! ესენი გასაპარსები არიან დროულად!!!", - წერს ფეისბუქზე სასულიერო პირი.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოების კრება იმართება. შეხვედრა მრევლის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

სასულიერო პირები და მრევლი აპროტესტებენ მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებს - დიაკონ კონსტანტინე გაბისონიასა და ბერდიაკონ პეტრეს (ღუდუშაური) მღვდელმოქმედება აუკრძალა.

დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. დაშავებულები რამდენიმე მეტრის სიმაღლის აივნიდან გადმაცვივდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა