თეგებით ძიება

მეუფე სტეფანე ეპარქიიდან პოლიციის კორდონით გამოიყვანეს

მეუფე სტეფანე მარტვილის ეპარქიიდან პოლიციის კორდონის დახმარებით გამოიყვანეს. როგორც ცნობილია, მეუფე სტეფანე რეზიდენციის მეორე სართულიდან პირველ სართულზე ჩასვლას ცდილობდა და სწორედ ამაში ეხმარებოდნენ მას სამართალდამცველები.

მრევლი მას გადადგილების საშუალებას არ აძლევდა.

ცნობისთვის, მარტვილის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ მამაოებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა და მრევლისა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. ამის შემდეგ, მრევლი შეხვედრის ოთახში შესვლას შეეცადა, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. "მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელიც ერთ ერთია ვინც დღევანდელი ინციდენტისას დაშავდა, ამბობს, რომ მეუფემ გასცა ბრძანება, "ჟურნალისტები მოეშორებინათ".

ამის შემდეგ აივნის მოაჯირმა სავარაუდოდ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაინგრა. დაშავდნენ ტვ პირველის, ფორმულას, რუსთავი ორისა და მთავარი არხის ჟურნალისტები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა