თეგებით ძიება

არ გვეპატიება, თუ შემოტანილ ვაქცინას ვერ ავითვისებთ - თენგიზ ცერცვაძე

არ გვეპატიება, თუ შემოტანილ ვაქცინას ვერ ავითვისებთ, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში

"აქ უნდა დავირაზმოთ და კოორდინირებულად ვიმოქმედოთ ყველამ - მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ, სამედიცინო სექტორმა, კლინიკურმა სექტორმა და მოსახლეობამ. თუ ვერ შევძელით, ეს იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვერ შემოვიტანეთ. რომ ვერ შემოვიტანეთ, ამაზე შეიძლება, ძალიან ბევრი ობიექტური მიზეზი ყოფილიყო, მაგრამ როცა შემოვიტანთ და თუ მისი ათვისება ვერ შევძელით, ეს არ გვეპატიება.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემის კოორდინირებული და ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ვაქცინაციის დაწყების ერთ თვიანი დაგვიანების აღმოფხვრა მოხდეს.

„დიახ, ვაქცინაციის დაწყებამ დაიგვიანა. უნდა შემოსულიყო თებერვლის ბოლოს და 22 მარტის კვირაში ველოდებით. ბუნებრივია, ის, რაც ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა გაკეთებულიყო, უნდა გადანაწილდეს დანარჩენ 9 თვეზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ 1-თვიან ჩამორჩენას აღმოვფხვრით. გეგმა გათვლილია წლის ბოლომდე და 1 თვის ჩამორჩენის აღმოფხვრა დანარჩენი 9 თვის განმავლობაში რეალურია. გააჩნია, როგორ კოორდინირებულად, მონდომებით და ეფექტიანად იმუშავებს ჯანდაცვის სისტემა ამ კუთხით“, - განაცხადა ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა