თეგებით ძიება

"არ გილოცავთ 8 მარტს" - რატომ არ აღიარებს დღესასწაულებს დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის განმარტავს, მას დღესასწაულები არ უყვარს.

"3 მარტს და 8 მარტს ახსენდებათ სადღაც საგულდაგულოდ გადამალული დედები და ქალები. ყველა იწყებს საუკეთესო ფოტოების მოძებნას და ამ ფორმით საზოგადოებისთვის იმის წარმოჩინებას, თუ როგორი ბედნიერები არიან (ან იყვენენ ოდესღაც). მხოლოდ დღესასწაულები თუ არის იმ კეთილი სიტყვების მიზეზი, როდესაც სამზარეულოებიდან გამოახედებენ ქალებს ან არც გამოახედებენ, თუმცა ფოტოთ მაინც წარმოაჩენენ. მხოლოდ დღესასწაულია მიზეზი იმისა, რომ სადღაც შორს, სამუშაოდ წასული დედების ფასზე ჩაიბუტბუტებენ ფეისბუქის პოსტებით. სწორედ ამიტომ ვერ ვიტან დღესასწაულებს, რადგან ეს არის დიდი პირფერობისა და სიცრუის ზეიმი, რომ დღესასწაულია მიზეზი გახსოვდეს ვინმე და თანაც ასე დემონსტრაციულად. დედაჩემისთვის მუდმივად 3 და 8 მარტია, ამ დღესასწაულებზე არაფერი განსხვავებული არ ხდება ჩვენთან. ჩემი მეგობარი ქალი კი უკვე 10 წელია დედაჩემზე ეჭვიანობს, ალბათ მისთვისაც საუკეთესო ვიყავი და ვერ მპატიებს სხვის სიყვარულს...

არ გილოცავთ 8 მარტს", - წერს დომენიკ მანგო ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა