"ერი და ბერი ფსიქიური პრობლემების მქონე ბიძინა ივანიშვილის გენეტიკური მემკვიდრის, ბერას ფსიქოანალიზითაა დაკავებული" - ირინა სარიშვილი
ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე დღეს ყველა, აბსოლუტურად ყველა – ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, ხალხი დაკავებული უნდა იყოს ერთადერთი უალტერნატივო მოთხოვნით – დაუყონებლივ გადადგეს კრიმინალი ხელისუფლება და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კომისიით!
ამის ნაცვლად ერი და ბერი ინფანტილური, აშკარად ფსიქიური პრობლემების მქონე ბიძინა ივანიშვილის გენეტიკური მემკვიდრის ბერას ფსიქოანალიზითაა დაკავებული!
არასწორი მიმართულებით მივდივართ და ეს არ მოიტანს კარგ შედეგს!
საქმე ლაპარაკის ნაცვლად – რიგგარეშე არჩევნები შეცვლილი საარჩევნო კომისიით – სხვა ყველაფერი დროის გაყვანა, თემის გაბანძება და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ხელისუფლებისთვის დროის გახანგრძლივებაა, მეტი არაფერი", - წერს ირინა სარიშვილი ფეისბუქზე.