თეგებით ძიება

"კორონავირუსის ზრდის ტენდენცია ისევ ადის ზევით.... ეს განგაშის ზარის საფუძველია..." - გიორგი ფხაკაძე

ვირუსის ზრდის ტენდენცია ისევ ადის ზევით, ზოგ რეგიონში - თითქმის 7%-მდე. ეს არის კიდევ ერთი განგაშის ზარის საფუძველი, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

"400 000 ლარი‼️ იმდენი ფული გვაქვს ჯანდაცვაში, რომ სად წავიღოთ, არ ვიცით?!
კვლევები ნამდვილად საჭიროა ყველა მიმართულებით, მაგრამ ...
სიტყვა “პრიორიტეტი” ამ ქვეყანაში ვინმეს ახსოვს?!
ჯერ დაადგინეთ 4 000-მდე ადამიანის გარდაცვალების ყველა, დიახ, ყველა მიზეზი და შემდეგ დაიწყეთ სხვა რამეზე ფიქრი, საუბარი, დაგეგმვა
რა შეცდომები დაუშვეს ეპიდემიოლოგებმა?!
რა შეცდომები დაუშვა ჯანდაცვის სამინისტრომ?!
რა შეცდომები დაუშვეს კლინიკებმა და პოლიკლინიკებმა?!
რა შეცდომები დაუშვეს აფთიაქებმა?!
რა შეცდომები დაუშვა სამედიცინო პერსონალმა?!
ჩვენ ყველას გვაინტერესებს ამაზე პასუხი!

შეისწავლეთ და, დიახ, ჩაატარეთ მეცნიერული და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული კვლევა, რომ დადგინდეს ამ შეცდომების მეცნიერული მიზეზები. გადავდოთ პოლიტიკურ-ჩინოვნიკური ამბიციები... ვისწავლოთ შეცდომებზე!
ქვეყანა მზადყოფნაში უნდა იყოს და არ დაუშვას ძველი შეცდომები.

სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი 2021 წლის აპრილში მოსალოდნელ მესამე ტალღასთან დაკავშირებით მტკიცდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო 7 დღის მანჩვენებლებით. ვირუსის ზრდის ტენდენცია ისევ ადის ზევით, ზოგ რეგიონში - თითქმის 7%-მდე. ეს არის კიდევ ერთი განგაშის ზარის საფუძველი...", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.
[flash=425,264]

400 000 ლარი‼️ იმდენი ფული გვაქვს ჯანდაცვაში, რომ სად წავიღოთ, არ ვიცით?! ???? ✅კვლევები ნამდვილად საჭიროა ყველა...Posted by Giorgi Pkhakadze on ორშაბათი, 08 მარტი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა