თეგებით ძიება

მეუფე სტეფანე - მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ ის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.

მეუფე დღევანდელ ინციდენტში მრევლის, სასულიერო პირების ნაწილსა და მედიას ადანაშაუალებს. მისი თქმით, დღეს ვითარების დაძაბვა გარეთ შეკრებილებმა გამოიწვიეს, რასაც მედიის წარმომადგენლებმა შეუწყვეს ხელი.

„ფიზიკური დაპირისპირება პროვოცირებული იყო იმ ხალხისგან, ვინც აქ დგას. მე ყველა კითხვა ჩავიწერე, მაგრამ მღვდლებმა, რომლებმაც ეს ხალხი აქ მოიყვანეს, ატეხეს ხმაური და არ მომცეს საშუალება, პასუხი გამეცა. ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არის მგლების შეთქმულება და ძალიან დიდი პრობლემა. ესაა დაგეგმილი პროვოკაცია, მე ეპარქიას არ დავტოვებ“, – აცხადებს მეუფე სტეფანე.

ცოტა ხნის წინ, შეკრებილმა მრევლმა მეუფეს მიმართა შეძახილებით „წადი“, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მეუფე სტეფანეს ტაძარში მისვლის საშუალება არ მიეცა და რეზიდენციაში გაბრუნდა.

მრევლმა გადაადგილებაზე შეზღუდვის გამო, ეპარქია დატოვა, თუმცა აცხადებენ, რომ უცვლელია მათი მოთხოვნა და მეუფემ ეპარქია უნდა დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა