თეგებით ძიება

"ცაგერ-ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს ეპისკოპოსობა არაკანონიერია ჭყონდიდში" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

როდესაც ეპისკოპოსი სამწყსოსაგან თავს იცავს პოლიციით, ის ეპისკოპოსი აღარ არის, - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ცაგერ-ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს ეპისკოპოსობა არაკანონიერია ჭყონდიდში, რადგან სტეფანე ცაგერ-ლენტეხის ეპისკოპოსია დღემდე, რომელიც ცდილობს დაიპყროს სხვა ეპარქია- ჭყონდიდი. ზოგადად, საეკლესიო კანონები კრძალავენ ეპისკოპისის მიერ ეპარქიის შეცვლას, გარდა დიდი საჭიროებისა და გამონაკლისისა. ამასთან ერთად, ჭყონდიდის სამღვდელოებას და მრევლს სურს მიტროპოლიტ პეტრეს ჭყონდიდლობა კვლავ, შესაბამისად ყველა სხვა გაგზავნილი გრიგოლ კაცია, სტეფანე თუ ფრანჩესკო, ვინც არ უნდა იყოს, არის ეპარქიის მიმტაცებელი, რომელთაც სახარება სასყიდლით დადგინებულს უწოდებს, თორემ ანგარება და უკეთესი ეპარქიის მიღების დაუოკებელი წყურვილი რომ არ ჰქონოდეთ, ან სტეფანემ რატომ მიატოვა თავისი სამწყსო ამ გაჭირვებაში (ნამახვანჰესის ამბებში) და ჭყონდიდში გაიქცა, ან იოანე გამრეკელმა რატომ მიატოვა რუსთავის ეპარქია უეპისკოპოსოდ და ქუთაისში გაიქცა, თან რუსთავის გულდაწყვეტილ, დაობლების მომლოდინე მრევლს აჩუმებდა, ხმა არ ამოიღოთ უფლის ნებაა თუ გადავედი აქედანო.

P.S. როდესაც ეპისკოპოსი სამწყსოსაგან თავს იცავს პოლიციით, ის ეპისკოპოსი აღარ არის, ის არის გუბერნატორი!", - წერს დეკანოზი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, დღეს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა საქმე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა