თეგებით ძიება

"ესეც ჩემი საჯარო ბოდიში..." - ნინი შერმადინი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც დედასთან ურთიერთობაზე წერს.

"ალბათ ყველას გიუხეშიათ დედასთან, გაბსაკუთრებით იმ ასაკში როცა თავის დამკვუდრებას ვცდილობდით ან ცდილობთ... მებევრჯერ მიუხეშია... "აუ კაი რა დეეე, მე ვიცი ჩემის საქმის, დამანებე თავი, ნუ მახსენებ ისედაც მახსოვს, არ მინდა, არ მეცალა და ვერ გიპასუხე.." ეს ყველაფერი ჩემი სიტვებია... მართალია ძალიან იშვიათად ხდებოდა ეს მაგრამ ხდებოდა. დედაჩემი სინანულით შემომხედავდა და მეტყოდა არ თვა დედიკო მასე თორე მერე გული დაგწყდებაო... რათქმაუნდა მართალი აღმოჩნდა ამჯერადაც...
მოეფერეთ დედიკოებს სანამ ცოცხალი გყავთ. დაუჯერეთ მაშინაც კი როცა გგონიათ რომ ცდება. თურმე დედა ერთადერთია ვინც არ ცდება. დღეს ყველა ჩემი ნათქვამი სიტყვა გულზე მხვდება, ყველაფერი მახსენდება როდის გავაბრაზე და რა ცუდი გოგო ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრს ვეფერებოდი სინანულის გრძნობას ვერ ვიშორებ. ამ სტატუსს იმიტომ ვწერ რომ იგივე არ იგრძნოთ...მოეფერეთ დედებს სანამ დრო გვაქვს. ღმერთმა ყველას 100 წელი გიმყოფოთ თქვენი დედიკოები. ესეც ჩემი საჯარო ბოდიში თუ აღსარება. იქნებ ესე მომეშვას მაგრამ არამგონია...
დე მიყვარხარ და ძალიან მენატრებით...
მამას არასდროს შევპასუხებივარ ალბათ მამას გოგოვიყავი და მაგიტომ ...", - წერს შერმადინი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ნინი შემადინს მშობლები რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა.

[flash=425,264]

ალბათ ყველას გიუხეშიათ დედასთან, გაბსაკუთრებით იმ ასაკში როცა თავის დამკვუდრებას ვცდილობდით ან ცდილობთ... მებევრჯერ...Posted by Nini Shermadini on კვირა, 07 მარტი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა