თეგებით ძიება
09. 03. 2021 მსოფლიო

ილონ მასკმა ერთ კვირაში 27 მილიონი დოლარი დაკარგა

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელის, ილომ მასკის კაპიტალი გასულ კვირაში 27 მილიონი დოლარით შემცირდა. მიზეზი Tesla-ს აქციების ვარდნაა. ინფორმაციას Bloomberg-ზე დაყრდნობით Fox Business ავრცელებს.

ამასთა, წელს Tesla-ს აქციები დაახლოებით 15 პროცენტით დაეცა, გასულ კვირაში კი მათი კურსი 597,95 დოლარზე გაჩერდა, რაც 2020 წლის დეკემბრიდან ყველაზე დაბალ დონედ იქცა.

Tesla-ს აქციების ვარდნის მიუხედავად, ილონ მასკი Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში მეორე ადგილს ინარჩუნებს. მისი კაპიტალი 157 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, საიდანაც 102 მილიარდი დოლარი Tesla-ს აქციებზე მოდის.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველ ადგილს Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს. მისი კაპიტალი ილონ მასკის ქონებას 20 მილიარდი დოლარით აღემატება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა