რა უნდა იცოდე, სანამ პირსინგს გაიკეთებ - რისკები
ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში იმ რისკების შესახებ წერს, რომელიც შესაძლოა პირსინგის გაკეთებამ გამოიწვიოს:
"ბოლო ათწლეულის განმავლობაში სხეულის პირსინგი ძალზედ პოპულარული გახდა, თუმცა არსებობს რიგი რისკები და გართულებები რის შესახებაც აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს სარწმუნო ინფორმაცია, სანამ გადაწყვეტს მის გაკეთებას. იცოდეს რისკები.
პირსინგის პოპულარული ადგილები: ენა, ტუჩი, ცხვირი, წარბი, ძუძუს თავი, ჭიპი და გენიტალიები.
პირსინგის გართულებები:
1. ლოკალური (ადგილობრივი) ინფექცია;
2. სისტემური ინფექცია (ჰეპატიტები, HIV, ჰერპესი და ა.შ)
3. ცუდი კოსმეტიკური შედეგი;
4. უცხო სხეულის უარყოფა;
5. შეშუპება და კბილის მოტეხილობა ხშირია ენის პირსინგის შემდგომ;
6. ალერგიული კონტაქტური დერმატიტი;
7. ნაწიბურის (კელოიდის) განვითარება;
8. ყურის ნიჟარის (კარტილაჟის) გახვრეტა ასოცირდება ზოგიერთ სერიოზულ ინფექციასთან (Auricular Perichondritis) და დამახინჯებასთან.
ჭიპის, ძუძუს თავის და გენიტალიების პირსინგებს სჭირდება ხანგრძლივი დრო შეხორცებისათვის", - წერს ზაზა თელია ფეისბუქზე.