თეგებით ძიება
10. 03. 2021 მსოფლიო

ფილმ House of Gucci-დან ლედი გაგასა და ადამ დრაივერის ფოტო გამოჩნდა

ლედი გაგას და ადამ დრაივერის ერთობლივი ფოტო "ინსტაგრამზე" გამოჩნდა, რომელიც ფილმ House of Gucci-ის პირველი ოფიციალური ფოტოა, მისი რეჟისორი კი რიდლი სკოტია.

ფილმის სიუჟეტი ვითარდება მოდის იმპერიის მემკვიდრის, მაურისიო გუჩის, გუჩის დამაარსებლის შვილიშვილის მკვლელობის გარშემო. ლედი გაგა ასრულებს მის ყოფილ მეუღლეს, რომელმაც შური იძია ქმრის ღალატისა და განქორწინების გამო.

ფილმში მაურისიოს როლს ადამ დრაივერი შეასრულებს.

ჯერემი აირონსი, ჯარედ ლეტო, ალ პაჩინო, ჯეკ ჰიუსტონი და რივ კარნი, ლედი გაგასა და ადამ დრაივერთან ერთად Gucci House- ში გამოჩნდებიან. სიუჟეტს საფუძვლად უდევს სარა გეი ფორდენის წიგნი "სახლი გუჩის: სენსაციური ისტორია მკვლელობის, სიგიჟის, გლამურისა და სიხარბის შესახებ".

ფილმის პრემიერა 2021 წლის 24 ნოემბერს არის დაგეგმილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა