"ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა...უბედურება გვჭირს" - ნანუკა ჟორჟოლიანი
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობაზე სოციალურ ქსელში წერს.
"ქალი, რომელზეც ქმარმა იძალადა და 8 თვის შვილი დაიღუპა, ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა, რომელიც ვერ მიიღო.
ანუ, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ უმრავლესობაშია მოსაზრება რომ მეზობლის საქმე მათ არ ეხებათ, თუნდაც სიკვდილ-სიცოცხლეზე გადიოდეს ის.
უბედურება გვჭირს", - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში ოჯახში ძალადობის დროს, 8 თვის ბავშვი დაიღუპა.