"არ გამიკვირდება, ტანკიც აიყვანოს საპატრიარქომ სტეფანეს დასაცავად" - მამა ანდრია სარია
არ გამიკვირდება, ტანკიც აიყვანოს საპატრიარქომ სტეფანეს დასაცავად, - ამის შესახებ მღვდელმონაზონი, ანდრია სარია სოციალურ ქსელში წერს.
"არ გამიკვირდება ტანკიც აიყვანოს საპატრიარქომ სტეფანეს დასაცავად. კარგია... მალე ეს კორდონი საპატრიარქოსთან იქნება დასაყენებელი და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს: საეკლესიო სამართალი თუ ,,სამართალდამცველები\'\'...", - წერს ფეისბუქზე სასულიერო პირი.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირების ნაწილი ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანეს განმწესებას ეწინააღმდეგება.