"მართლა სიხარულით გავიკეთებდი ვაქცინას" - ანიტა რაჭველიშვილი
მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსის საწინაააღმდეგო ვაქცინის გაკეთების სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს:
"კორონა ორჯერ დამემართა და 6 თვე რომ გავა ალბათ მესამეჯერაც დამემართება ამიტომ მართლა სიხარულით გავიკეთებდი ვაქცინას!", - წერს რაჭველიშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია გუშინ ჩამოვიდა.