"როგორ არ უნდა მიხაროდეს ქართველის წარმატება" - ნიკოლოზ რაჭველი ბასილაშვილზე ისტორიას იხსენებს
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი, ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სპორტსმენთან დაკავშირებით ისტორიას იხსენებს:
"რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ერთხელ მოვახერხე მეთქვა თუ როგორ ვგულშემატკივრობ ჩემს გამორჩეულ სეხნიას და როგორ მახარებს ყოველი მისი წარმატება. მისგანაც უთბილესი გულშემატკივრობის სიტყვები მივიღე პასუხად. როგორ არ უნდა მიხაროდეს ქართველის წარმატება და თან ასეთ რანგში. დღეს სპორტის ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი სახეობის საერთაშორისო სამყარო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენ ერს ყავს ასეთი ნიჭიერი და უმაღლესი კლასის პროფესიონალი, რომელიც ერთერთია, ვინც ქმნის თავისი სფეროს ეპოქას მსოფლიო მასშტაბით!
ვულოცავ ჩემს სამშობლოს ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას!", - წერს ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, 13 მარტს, ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობა მოიგო