"ჯერ სხვამ გაიკეთოს, ვნახავ რა იქნება..." - კოტე მათითაშვილი ვაქცინაციაზე
პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
"გავიკეთო არ გავიკეთო, შევეცდები არ გავიკეთო, ჯერ სხვამ გაიკეთოს, ვნახავ რა იქნება, მაიცა ჯერ დავაკვირდეთ, რო არ შემოიტანონ მეორე დოზა მერე? ვახ რამდენი კითხვაა... შენ იკეთებ ვაქცინას? პასუხი: აზზე არ ვარ, კი ალბათ, არა ტოო რა ვაქცინა, მაიცა სიაბანდობაა ეგ, არა მე რა ექსპერიმენტი ვარ? ვახ ... მაგარი საფიქრალი გაიჩითა .. არადა კაი რო აღმოჩნდეს და მე არ გვაიკეთო მერე რა ვქნა?
ხოდა მაშინ გავიკეთებ , არა არ მინდა მეშინია რამე არ დამემართოს, მარა ეს კოვიდიც რო არ ჩერდება ...
რამდენია დღეს ასე?, - წერს ქირურგი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს ჩამოვიდა, ის მედპერსონალისთვისაა განკუთვნილი.