თეგებით ძიება

"შეგრცხვებათ იმის გამო, რასაც ახლა ხბოებივით აღტაცებულები წერთ..." - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:

"ხალხო, ფრთხილად იყავით მაინც, ამ ქვეყანაში ქალი მეორეხარისხოვანი არსება ახლაა, მაგრამ ეს მალე ასე აღარ იქნება.
შეგრცხვებათ იმის გამო, რასაც ახლა ხბოებივით აღტაცებულები წერთ, როცა მართლაც დიდი სპორტული მოვლენის გამიჯვნა ძალადობის ბრალდებისგან არ შეგიძლიათ.

წინ მაინც გაიხედეთ.

ძალადობის ბრალდებისადმი ასეთი უდიერი დამოკიდებულება მორალურ პასუხისმგებლობას გაკისრებთ და მომავალში მეტად დაგაკისრებთ ყველა იმ ქალზე, ვინც ოჯახში ძალადობას მოუკლავს, ან დაუსახიჩრებია", - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, 13 მარტს, ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობა მოიგო.

სპორტსმენს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა