თეგებით ძიება

"იზოლირებული, კაბინეტებში ჩაკეტილი “არისტოკრატია” არკვევს, რომელი წარმოადგენს იგივე ხალხს" - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დღეს საქართველოს ორ ქალაქში - თბილისსა და ქუთაისში განვითარებულ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რა უფრო მნიშვნელოვანია - ის რაც ხდება ქუთაისში, თუ რაც ხდება თბილისში?
რა აკავშირებს და რა ყოფს ამ ორ პროცესს?
ერთის მხრივ არის ხალხი, რომელიც ქუჩაში იცავს მისთვის უაღრესად მნიშვნელოვან ფასეულობას.
მეორეს მხრივ მათგან იზოლირებული, კაბინეტებში ჩაკეტილი “არისტოკრატია” არკვევს, რომელი წარმოადგენს იგივე ხალხს.
პირველი ასახავს სახელმწიფოებრივ კრიზისს, მეორე პოლიტიკურს.
თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფალი მსახურია, თქვენთვის დღეს მთავარი ქუთაისია.
თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფალი ბატონია, თქვენთვის მთავარი დღეს თბილისია.
სამწუხარო ის არის, რომ დღეს თბილისსა და ქუთაისს შორის უფსკრულია....", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

დღეს ქუთაისში კი მასშტაბური აქცია გაიმართა, სადაც "ნამახვანჰესის" მშენებლობა გააპროტესტეს და ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა