თეგებით ძიება

"გულის ამრევია, რაც ხდება მარტვილში: ხალხი რომ მირეკა ხელისუფლების და ინაშვილის დახმარებით საპატრიარქომ" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მარტვილში განვითარებულ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

\'გულის ამრევია რაც ხდება მარტვილში: ხალხი რომ მირეკა გუშინ და დღეს სხვადასხვა რაიონებიდან ხელისუფლების და ინაშვილის დახმარებით საპატრიარქომ და მიტრ. სტეფანემ, ვითომდა მრევლი ჩვენს მხარეს არისო. გულის ამრევია თავად მიტროპოლიტად წოდებული სტეფანეს აგრესიული ქმედებები ჟურნალისტებთან. ესენი არიან ქვის ხანიდან მოსული ადამიანები, არ შეიძლება ეკლესიას ეს ტყიურები მართავდნენ და მრევლს ესენი მწყემსავდნენ.

p.s. უნდა დასრულდეს ფარისევლური შენდობის დღეები და კეკლუცობები და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი", - წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, 8 მარტს, მარტვილში ინციდენტი მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. ინციდენტის დროს, მოაჯირი მოინგრა, რის შედეგად ჟურნალისტები და ოპერატორები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირების ნაწილი ეპარქიაში მეუფე სტეფანეს განმწესებას ეწინააღმდეგება, საპატრიარქო კი მას თანადგომას უცხადებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა