"ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი, ვიცი ბევრს არ მოეწონება..." - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი ბასილაშვილზე
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:
"ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი, ვიცი ბევრს არ მოეწონება, ჩემი აზრი, მაგრამ მაინც დავწერ.
ეს დღეებია ვუყურებ ბასილაშვილზე ატეხილ ამბებს. მე პირადად ძალიან გამიხარდა მისი წარმატება, რადგან ის საქართველოს წარმატებაცაა.
არ ვამართლებ არანაირ ძალადობას ქალებზე და ვგმობ, მაგრამ ვარ ძალიან მიმტევებელი და ადამიანს ერთხელ თუ შეეშალა, რომ ვაპატიოთ არა?
თან მიტევების კვირაა და ყველა ერთმანეთს ვთხოვთ პატიებას.
მეც ხომ ქალი ვარ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი აუტანელები ვართ ქალები რომ ნუ რა ვთქვა არ ვიცი. განსაკუთრებით “დედათა წესის” დროს გიჟები ვხდებით და მე სულ ამას ვამბობ, ყოჩაღ ჩემი მეუღლის გამძლეობას ამდენს რომ მითმენსთქო. ზოგჯერ ქალებსაც გვმართებს საკუთარი თავის უფრო მეტად კონტროლი.
თუმცა ქალი რაც არ უნდა გაგიჟდეს, კაცებო მასზე ხელი არ აწიოთ, უბრალოდ ადექით და განერიდეთ. რამდენიმე დღეში გადაუვლის ჰორმონების შემოტევა და დაწყნარდება", - წერს ცისნამი საყვარლიშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, 13 მარტს, ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობა მოიგო.
სპორტსმენს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს.