თეგებით ძიება

ხელისუფლების კონსტრუქციულობანას თამაშის მიზანია ბრიუსელში ვიზიტის გადაგორება და მერე ისევ ააყირავებენ მაგიდას - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დღეს თბილისში გამართულ მოლაპარაკებებს აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებების მაგიდას ისევ ააყირავებს:

"მე ვფიქრობ ხელისუფლების კონსტრუქციულობანას თამაშის ერთადერთი მიზანია ბრიუსელში ვიზიტის უპრობლემოდ გადაგორება და მერე ისევ ააყირავებენ მაგიდას. ნუ, თუ ოპოზიცია ამ ხაფანგში თავს ყოფს, ეს მისი არჩევანია", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით შეხვედრები დღეს დასრულებულია, მოლაპარაკებები ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა