მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაიკავონ ადგილები საქართველოს პარლამენტში - კარა მაკდონალდი
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ მოსმენაზე, საქართველოს საკითხის მომხსენებელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კარა მაკდონალდმა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, დაიკავონ თავიანთი ადგილები საქართველოს პარლამენტში.
მოვუწოდეთ ოპოზიციას, დაიკავონ ადგილები საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, კარა მაკდონალდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე.
მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა, მათ შორის, საარჩევნო რეფორმის იმ ნაწილზე, რომლის შესახებაც რეკომენდაციები ეუთო/ოდირის ანგარიშშიც აისახა.
"საარჩევნო რეფორმა არის მოლაპარაკებების ნაწილი და ჩვენ გვწამს, რომ თვითონ საქართველოს მოსახლეობაა ამის ავტორი. ეს უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი და არსებობდეს უკუკავშირი ამომრჩევლებსა და ლიდერებს შორის. ჩვენ მოვუწოდეთ ოპოზიციურ პარტიებს, დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში. გამოკითხვისას ჩვენ ვნახეთ, რაც აწუხებს საქართველოს, ეს არის უმუშევრობა, კოვიდი და საჭიროა საარჩევნო რეფორმის გატარება“, - განაცხადა მომხსენებელმა და იქვე დასძინა, რომ ორივე მხარემ კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა სწრაფად გატარდეს საარჩევნო რეფორმა.