თეგებით ძიება

გიგი წერეთელი - სამწუხაროა, რომ სენატორებისგან ბევრი ნეგატიური გზავნილი იყო


"სამწუხაროა, რომ სენატორებისგან ბევრი ნეგატიური გზავნილი იყო - ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, თუ შეერთებული შტატები საქართველოს საკითხზე რეზოლუცია სწრაფად მიიღება, ეს დამატებითი ინსტრუმენტი იქნება, რომ შეთანხმება დაჩქარდეს.

„ვფიქრობ, სენატში გამოთქმული მოსაზრებები ძალიან მკაფიო იყო. რა თქმა უნდა, ზოგადად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოზე არის საუბარი და ამ ქვეყნის გულშემატკივრობა ხდება. მაგრამ, სამწუხაროა, რომ ბევრი ნეგატიური გზავნილი იყო, პირველ რიგში, ხელისუფლების მისამართით, რადგან არაერთხელ აღინიშნა, რომ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. მათ შორის შეთანხმებაზეც, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს. ასევე არჩევნების შეფასებისას ძალიან მკაფოდ ითქვა მთელი იმ ნეგატივის შესახებ, რაც არჩევნებს უკავშირდებოდა. საუბარი იყო ასევე სასამართლო სისტემასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. რაც საქართველოში ხდება, დემოკრატიული უკუსვლაა. ეს არ არის ქვეყნის ინტერესებში და ამ არეულობით და პოლიტიკური კრიზისით მხოლოდ რუსეთი იგებს.

შესაბამისად, ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს და შესაბამისად იმოქმედოს.

ასეთი მოსმენების შედეგი, არა მხოლოდ გზავნილებია, არამედ სენატის საგარეო ურთიერთიობათა კომიტეტი კიდევ უფრო წინ წავიდა. არის ინიციატივა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია იყოს. თუ ეს რეზოლუცია სწრაფად მიიღება, ეს დამატებითი ინსტრუმენტი იქნება, რომ შეთანხმება დაჩქარდეს“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და არსებული დავა გადაწყვიტონ.

გარად ამისა, შეგახსენებთ, რომ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ თანამდებობა დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა