გვექნება მოთხოვნა ფასილიტატორების მიმართ, რომ უფრო მკვეთრი, ხისტი პოზიცია დაიკავონ - ლევან ბეჟაშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევა ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ფასილიტატორების მიმართ ექნება მოთხოვნა, რომ ხელისუფლების მიმართ უნდა დაიკავონ უფრო ხისტი პოზიცია.
ბეჟაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ხისტი ენა ესმის.
"ჩვენ მოლოდინი გვაქვს, და ალბათ თხოვნაც და მოთხოვნაც თვითონ ფასილიტატორების მიმართ, რომ მათ უფრო მკვეთრი, ხისტი პოზიცია უნდა დაიკავონ, და კონკრეტული დოკუმენტიც შესთავაზონ...
ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართულ ოცნებას" ესმის მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ენა, რომელიც მათ აიძულებს კონკრეტული შეთანხმება მიაღწიოს. პირველმა რაუნდმა აჩვენა,რომ ევროპული ღირებულებებით მათთან საუბარი არაფერს არ არგებს პროცესს. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვესაუბროთ "ქართულ ოცნებას". "ქართულ ოცნებას" ესმის მხოლოდ ხალხის ძალისგან მომდინარე არგუმენტები.
ჩვენ ვაძლევთ შესალებლობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მათაც დაინახონ "ქართული ოცნების" სახე.
კითხვაზე, რაში უნდა იყვნენ ფასილიტატორები უფრო ხისტები, ბეჟაშვილი პასუხობს, - "წარმოადგინონ კონკრეტული ხედვა, თუ როგორ ხედავენ ისინი 6-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რას მოითხოვენ ხელისუფლებისგან და ოპოზიციისგან."